საარჩევნო ბიულეტენების ბეჭდვის პროცესი

დაიწყო. საერთო ჯამში, 3 725 საარჩევნო უბნისთვის დაიბეჭდება 7 102 600 ბიულეტენი. მათგან 3 160 900 განკუთვნილია საქართველოს პარლამენტის არჩევნებისთვის პროპორციული საარჩევნო სისტემით, 3 097 800 საქართველოს პარლამენტის არჩევნებისთვის მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით,  40 100 – საკრებულოს შუალედური არჩევნებისთვის, მერების რიგგარეშე არჩევნებისთვის – 219 800, ხოლო აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებისთვის, ჯამში – 584 000 ბიულეტენი.

ბიულეტენების ბეჭდვის პროცესი რამდენიმე დღე გაგრძელდება და მას ცესკოს წევრებთან ერთად დააკვირდება 15 ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციის 16 დამკვირვებელი.

არჩევნები 31 ოქტომბერს ჩატარდება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *