31 ოქტომბრის არჩევნებზე ქუთაისში 28 მაჟორიტარობის და 8 მერობის კანდიდატი იყრის კენჭს.

 

ქუთაისის N59-ე საოლქო-საარჩევნო კომისიაში 130 უბანია, რომელთაგან 7 სპეციალური უბანი განთავსებულია #2 პენიტენციურ დაწესებულებაში.

ასევე შეიქმნა 6 კოვიდ უბანი, სადაც 873 პირია რეგისტრირებული. გადასატანი ყუთით კი, 3661 ამომრჩეველი ისარგებლებს.

საოლქო-საარჩევნო კომისიის პრეს-სამსახურის ინფორმაციით, შშმ პირებისთვის მარტივად ადაპტირებული 11 და პანდუსით აღჭურვილი 35 უბანია, რომლებიც ძირითადად სკოლებისა და ბაჭების შემობებშია განთავსებული.

პანედემიის პირობებში, კომისია სრული დატვირთვით იმუშავებს, კომისიის თავმჯდომარის მოვალეობას, რადგან თავმჯდომარე კორონავირუსით საავადმყოფოში მკურნალობს, მისი მოადგილე შეასრულებს.

პრეს სამსახურისვე ინფორმაციით, ამ დროისთვის არჩევნების ჩასატარებლად ყველა საჭირო დოკუმენტაცია და ინვენტარი მზადაა.

ქუთაისელმა ამომრჩეველმა არჩევანი 28 მაჟორიტარობის კანდიდატს შორის უნდა გააკეთოს, რომელთაგან 8 ქალია.

ასევე გაიმართება მერის რიგგარეშე არჩევნები, სადაც რეგისტრირებულია 8 კანდიდატი. მათგან მხოლოდ ერთია ქალი.

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *