ქუთაისში 130-ვე საარჩევნო უბანი

დათვლილია. ცესკოს მონაცემებით, ყველაზე მეტი ხმა “ქართული ოცნების” მაჟორიტარობის კანდიდატმა, ზაზა ლომინაძემ მოაგროვა. მან ხმების 42, 16 % აიღო, რაც ამომრჩევლის 29 919 ხმაა. შემდეგია გაერთიანებული ოპოზიციის მაჟორიტარობის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე, რომელმაც 24639 ხმა მიიღო. აღნიშნული ხმების 34, 72 %-ს შეადგენს. 

შემდეგ პოზიციებს “ევროპული საქართველო” და “ლელო” იკავებენ. ოთარ კახიძემ “ევროპული საქართველოდან” ხმების 5, 95 % მიიღო, ხოლო ანა ნაცვლიშვილმა “ლელოდან” 4, 48 %.

დანარჩენი ხმები სხვადასხვა პარტიებზე გადანაწილდა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *