ცესკოს მონაცემებით, “ქართული ოცნების” მერობის კანდიდატმა

იოსებ ხახალეიშვილმა ხმების 45, 7 % დააგროვა, ხოლო ენმ-ის მერობის კანდიდატმა გრიგოლ შუშანიამ 30, 62 %.

გრიგოლ შუშანიამ რადიო “ძველ ქალაქთან” განაცხადა, რომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, გაერთიანებული ოპოზიცია არ სცნობს არჩევნების შედეგებს და რიგგარეშე არჩევნების დანიშვნას ითხოვს: “ეს არჩევნები არ ასახავს ამომრჩევლის ნებას, სწორედ ისე გაყალბდა როგორც 2003 წლის შევარდნაძის არჩევნები, ვითხოვთ მის არალეგიტიმურად ცნობას და რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას-ეს არის ჩვენი პოზიცია”- განაცხადა გრიგოლ შუაშანიამ.

მათივე ცნობით, გაერთიანებული ოპოზიცია არც მეორე ტურში მონაწილეობის მიღებას არ აპირებს და არც პარლამენტში შესვლას განიხილავს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *