უწყებათაშორისი საბჭოს გადაწყვეტილებით, ქუთაისში

4 ნოემბრიდან 25 ნოემბრამდე სასწავლო პროცესი ყველა კლასის მოსწავლეებისათვის დისტანციურ რეჟიმში გაგრძელდება.  გადაწყვეტილება შეეხება ზესტაფონის მუნიციპალიტეტსაც. 

გადაწყვეტილება გახანგრძლივებული საარჩევნო პროცესისა და დიდ ქალაქებში მობილობის შემცირების მიზნით იქნა მიღებული. კერძოდ, 21 ნოემბერს ჩატარდება არჩევნების მეორე ტური, საარჩევნო უბნებად კი ასეულობით სკოლა კვლავ იქნება გამოყენებული.

რაც შეეხება უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებსა და პროფესიულ სასწავლებლებს, ისინი სასწავლო პროცესს ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებენ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *