ქუთაისის 2020 წლის მონაწილეობითი ბიუჯეტირების

პროექტში ხმის მიცემის პროცესი 10 ნოემბრამდე გაგრძელდება. ბოლო მონაცემებით, საკუთარი აზრი 687-მა მოქალაქემ დააფიქსირა. თითოეულ მათგანს საშუალება ჰქონდა მაქსიმუმ 3 პროექტისთვის დაეჭირა მხარი.

2020 წლის ქუთაისის მონაწილეობითი ბიუჯეტირების პროექტში 53-დან 10 იდეა შეირჩა. 10 საუკეთესოს შორის გამარჯვებულები ახლა მოქალაქეებმა ხმის მიცემით უნდა გამოავლინონ. თითოეულ მოქალაქეს შეუძლია მხარდაჭერა მაქსიმუმ 3 იდეას გამოუცხადოს.

შერჩეული იდეების ჩამონათვალი ასეთია: მწვანე კუნძულები, ვუყუროთ გარეთ, ქუჩის ისტორიული მხატვრობა/გრაფიტი, ქუთაისის კალენდარი, თეთრი ღამეები, შშმ სწავლება და დასაქმება, პროპკის ტყის ტურისტულ ზონად ქცევა, Oკტობერფეს, სადეზინფექციო ჯიხურები – ბარერი(COVID-19)-ის წინააღმდეგ, სივრცე სკეიტბორდერებისთვის.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *