ქუთაისში ანტიძალადობრივი აქცია დაიგეგმა. აქციის

მონაწილეები დღეს, 19:00 საათზე, ცენტრალურ მოედანზე შეიკრიბებიან. ისინი 8 ნოემბერს თბილისში გამართულ აქციაზე მოქალაქეების წყლის ჭავლით ძალადობრივად დაშლას გააპროტესტებენ. აქციის ორგანიზატორები ქოლგებით პერფორმანსს გამართავენ. მათი თქმით, ქოლგა სიმბოლურად სამართლიანი არჩევნები და დემოკრატიაა, რომელიც მოქალაქეებს წყლის ჭავლისგან იცავს. აქციას პოლიტიკური პარტიები, არასამთავრობო ორგანიზაციები და მოქალაქეები შეუერთდებიან.

“თუ გაბრაზებთ ის, რაც გუშინ ნახეთ და რის გამოც 2012 წელს ერთ ძალას უარი უთხარით და ახალ ძალას არ გინდათ მსგავსი რამ აპატიოთ, მოდით ანტიძალადობრივ აქციაზე. აქცია იქნება მშვიდობიანი. ჩვენი მიზანი იქნება დავგმოთ ის, რაც გუშინ მოხდა და რაც სახელმწიფომ ხალხს გაუკეთა, როგორ და რა ფორმით იძალადა,”-განაცხადა აქციის ორგანიზატორმა, აკაკი საღინაძემ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *