ქუთაისის 2020 წლის მონაწილეობითი ბიუჯეტირების პროექტში

ხმის მიცემა დასრულდა. გამოვლინდა 3 გამარჯვებული იდეა. არჩევანი 1014-მა მოქალაქემ დააფიქსირა. ხმები ასე გადანაწილდა:

I ადგილი- სივრცე სკეიტბორდერებისთვის – 427 ხმა;
II ადგილი- თეთრი ღამეები – 350 ხმა;
III ადგილი- მწვანე კუნძულები – 246 ხმა.

“სივრცე სკეიტბორდერებისთვის”- იდეა კახიანოურის ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიაზე მარტივი ტიპის სკეიტბორდის მოედნის მოწყობას ითვალისწინებს.

“თეთრი ღამეები” გულისხმობს ღამის თავისუფალ ბაზარს, რომელიც გაიმართება კვირაში ერთხელ ცენტრალურ მოედანზე. 

“მწვანე კუნძულები” ლომონოსოვის ქუჩის მიმდებარედ კედელზე ე.წ “მწვანე კუნძულის”გაშენებას მოიცავს, რომელიც წარმოდგენილი იქნება კორიდორ-ორანჟერიის სახით.

პროექტში გამარჯვებული იდეები მომავალი წლის ბიუჯეტში იქნება გათვალისწინებული.

პირველ ეტაპზე პროექტში 53 იდეა იყო წარდგენილი.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *