ქუთაისში, წერეთლის ქუჩაზე, გადაადგილება უკვე ორი თვეა, რაც  შეზღუდულია.

მიზეზი გზის სარეკონსტრუქციო სამუშაოებია. მოსახლეობა გადაადგილების პრობლემას უჩივის.

 

,,ავტომობილი აქ ვერ გაივლის და იძულებული ვარ, მოხუცმა კაცმა ფეხით ვიარო. საცოდაობა არ არის ახლა ეს? ვინ  იცის როდის დასრულდება სამუშაოები,’’-ამბობს ქუთაისში მცხოვრები, რომან მარგველაშვილი.

კომპანია ,,ბლექ სი გრუპში” აცხადებენ, რომ წერეთლის ქუჩის რეკონსტრუქციის პროექტი 7-თვიანია და მოსახლეობა შექმნილ დისკომფორტს გაგებით უნდა მოეკიდოს. როგორც კომპანიაში ამბობენ, აღნიშნულ მონაკვეთზე კომუნიკაციები გამოსაცვლელია და ამიტომ სამუშაოებს დიდი დრო სჭირდება.

,,მაგ მონაკვეთზე დიდი ხანია არაფერი გაკეთებულა, ჭები, სანიაღვრე არხები გამოსაცვლელია და დრო გვჭირდება, თორემ ბეტონის საფარს ერთ კვირაშიც დავაგებდით. მალე დასრულდება ერთი ნაწილის რეაბილიტაცია და მეორეზე გადავალთ,’’-ამბობს კომპანია ,,ბლექ სი გრუპის” წარმომადგენელი, ავთანდილ რეხვიაშვილი.

წერეთლის ქუჩის რეკონსტრუქცია 7 მილიონ ლარამდე ჯდება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *