არჩევნების მეორე ტურში ოპოზიცია მონაწილეობას

არ მიიღებს. ენმ-ის ქუთაისის მერობის კანდიდატი გრიგოლ შუშანია კანდიდატურის მოხსნაზე განცხადებას დღეს გააკეთებს. არჩევნების მეორე ტურზე კი ოპოზიციამ კომისიების წევრები და უბნებზე მათი წარმომადგენლები უკვე გამოიწვია. საუბარია ჯამში 300 ადამიანზე. 

“ეს არ იყო არჩევნები. გადაწერეს ოქმები. გააბათილეს უპრეცედენტო რაოდენობის ბიულეტენები. ჩვენ არ ვაპირებთ ამ ცირკში მონაწილეობის მიღებას და მოვუწოდებთ ყველა ამომრჩეველს, არ მიიღონ მონაწილეობა 21 ნოემბერს დემოკრატიის დასამარებაში. ჩვენი მთავარი მოთხოვნაა ახალი არჩევნები და ახალის საარჩევნო ადმინისტრაცია,”-განაცხადა გიგა შუშანიამ.

ქუთაისში არჩევნების მეორე ტური როგორც მერობის, ასევე მაჟორიტარობის კანდიდატებს შორის დაინიშნა.

მიუხედავად კანდიდატურის მოხსნისა, ოპოზიციის წარმომადგენლების მონაცემები ბიულეტინებზე დატანილი მაინც იქნება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *