მუნიციპალური განვითარების ფონდმა ქუთაისს 10 ახალი ავტობუსი

გადასცა. ქალაქმა დამატებით კიდევ 50 ავტობუსი უნდა მიიღოს, ჯამში კი-60. მერიაში აცხადებენ, რომ ტრანსპორტის გადაცემა ეტაპობრივად მომდევნო წლის გაზაფხულამდე მოხდება.

მერიის ინფორმაციით, ყველა სატრანსპორტო საშუალება სრულად ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის.

ათივე ახალი ავტობუსი 19 ნოემბრიდან ჩაერთვება ქალაქის სატრანსპორტო ქსელში და ჩაანაცვლებს ქუთაისში ყველაზე დატვირთულ მარშრუტებზე მოძრავ ავტობუსებს. 6 ახალი ავტობუსი იმოძრავებს ე.წ. წრიულ მარშრუტზე, ხოლო 4 ავტობუსი – ავტოქარხანა-წითელი ხიდის მარშრუტზე.

N1 (მარცხენა წრიული) ავტობუსი მოძრაობას იწყებს წითელი ხიდიდან (ფალიაშვილის ქუჩა), გაივლის რუსთაველის გამზირს, ზვიად გამსახურდიას ქუჩას, ჭავჭავაძის გამზრის, ლადო ასათიანის ქუჩას, აღმაშენებლის ქუჩას, წერეთლის ქუჩას ( ბალახვნის ცენტრიდან- მანდარიას ქუჩის გავლით), თამარ მეფის ქუჩაზე და ასრულებს გეზს ფალიაშვილზე.

N1 (მარჯვენა წრიული) ავტობუსი მოძრაობას იწყებს რუსთაველის ხიდიდან, გაივლის წერეთლის ქუჩას, აღმაშენებლის გამზირს, ასათიანის ქუჩას, ჭავჭავაძის გამზირის , ზვიად გამსახურდიას ქუჩას, რუსთაველის გამზირს და ასრულებს ისევ რუსთაველის ხიდზე.

N4 ავტობუსი მოძრაობას იწყებს ავტოქარხნის ბოლოდან ანუ ხარებავს ქუჩის 52 -დან, გაივლის ავტომშენებლის, ირაკლი აბაშიძის, ბუხაიძის, ჯავახიშვილის ქუჩებს, რუსთაველის გამზირს, აღმაშენებლის მოედანს, ფალიაშვილის ქუჩას და წითელ ხიდს.

გადაცემის ოფიცილური ნაწილი 19 ოქტომბერს გაიმართება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *