დღეს 17 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში საქართველოს

პარლამენტის არჩევნების მეორე ტური იმართება. ასევე ქუთაისში მერის რიგგარეშე არჩევნების მეორე ტური ტარდება.

დღეს ამომრჩევლებს საარჩევნო უბნებზე საქართველოს პარლამენტის არჩევნებში მონაწილეობისათვის გადაეცემათ ერთი ბიულეტენი, ქუთაისში კი, სადაც ასევე ტარდება მერის რიგგარეშე არჩევნები, ამომრჩევლები ორ ბიულეტენს მიიღებენ.

ოპოზიციის ბოიკოტის მიუხედავად, უბანზე მისულ ამომრჩეველს ბიულეტენში ორი კანდიდატურა დახვდება. მაჟორიტარობის კანდიდატი “ქართული ოცნებიდან” ზაზა ლომინაძე, ხოლო ოპოზიციიდან გრიგოლ ვაშაძე. რაც შეეხება მერობის კანდიდატებს, ბიულეტენში “ქართული ოცნების” კანდიდატი იოსებ ხახალეიშვილი და ენმ-ის კანდიდატი გრიგოლ შუშანია იქნებიან.

ცესკოს ინფორმაციით, ამომრჩეველმა საარჩევნო უბანზე მისვლისას, თან უნდა იქონიოს საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა ან საქართველოს მოქალაქის პასპორტი. ამომრჩეველი საარჩევნო უბანზე უნდა იმყოფებოდეს პირბადით. მისი არქონის შემთხვევაში, საარჩევნო ადმინისტრაცია უზრუნველყოფს მას აღნიშნულით. ამომრჩეველს ორჯერ, მცირე დროით მოუწევს პირბადის მოხსნა იდენტიფიცირებისა და კანონით განსაზღვრული პროცედურების შესასრულებლად. თუ ამომრჩეველი არ იხსნის პირბადეს, მასზე არ გაიცემა საარჩევნო ბიულეტენი. ამომრჩეველს საარჩევნო უბანზე გადაეცემა ინდივიდუალური მოხმარების კალმისტარი.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *