იმერეთში არჩევნების კიდევ ერთი მეორე ტური

ზესტაფონის, ტყიბულის, თერჯოლისა და ბაღდათის გაერთიანებულ ოლქში მიმდინარეობს. მიუხედავად ოპოზიციის ბოიკოტისა, ბიულეტინში “ქართული ოცნებისა” და ენმ-ის მაჟორიტარობის კანდიდატები კახა გეწაძე და ბეჟან წაქაძე არიან წარმოდგენილი. 

21-ე მაჟორიტარულ ოლქში პირველ ტურში შედეგები ასე გადანაწილდა: ბეჟან წაქაძემ ხმების 49, 77 % მიიღო, ხოლო კახა გეწაძემ 26, 99 %.

აღნიშნულ ოლქში ყველა საარჩევნო უბანი 08:00 საათზე გაიხსნა.

ჯამში არჩევნების მეორე ტური 17 მაჟორიტარულ ოლქში ტარდება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *