21-ე ოლქში არჩევანი ამომრჩევლის 34, 51 %-მა დააფიქსირა
საარჩევნო უბნები დაიხურა
იმერეთის 21-ე საარჩევნო ოლქში.
ცესკოს მონაცემებით, ზესტაფონის, ტყიბულის, თერჯოლისა და ბაღდათის
გაერთიანებულ ოლქში 20:00 საათისათვის არჩევანი ამომრჩევლის 34, 51
%-მა დააფიქსირა. აღნიშნული 45258 ამომრჩეველია.
აღნიშნულ ოლქში არჩევნების მეორე ტური მას შემდეგ დაინიშნა, რაც
პირველ ტურში ბეჟან წაქაძემ "ქართული ოცნებიდან" ხმების 49, 77 %
მიიღო, ხოლო კახა გეწაძემ ენმ-დან 26, 99 %.
მასალის გამოყენების პირობები