ერთი თვეა, რიონის ხეობის მოსახლეობა ნამოხვანჰესის

მშენებლობის წინააღმდეგ უწყვეტ პროტესტს აგრძელებს. ისინი ხეობაში ღამეებს ათევენ და პარალელურად საპროტესტო აქციებს აწყობენ.

რიონის ხეობის მოსახლეობამ საქართველოს მთავრობის მისამართით პეტიცია შეადგინა. მოსახლეობა ამბობს, რომ საქართველოს მთავრობა რაჭაში და ლეჩხუმში ჰიდროელექტროსადგურების ორი მასშტაბური კასკადის აშენებას გეგმავს – ონის და ნამახვანის კასკადებს, რომლებიც საფრთხეს უქმნიან არა მხოლოდ მდინარე რიონის ხეობას და ბუნებას, არამედ – რაჭის, ლეჩხუმის და ქუთაისის მოსახლეობასაც და რეგიონების მდგრად განვითარებას. 

“არც ერთ პროექტზე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ არ გაითვალისწინა ადგილობრივი მოსახლეობის პოზიცია. პროექტებზე გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებები მოსახლეობის და საზოგადოების სათანადო ჩართულობის და მონაწილეობის გარეშე, კანონდარღვევით გაიცა”-წერია პეტიციაში.

პეტიციის ავტორები მთავრობისაგან მოითხოვენ, შეწყდეს მდინარე რიონზე დაგეგმილი ჰიდროელექტროსადგურების ონისა და ნამახვანის ჰესების მშენებლობა. დაუყოვნებლივ შეიქმნას რაჭის ეროვნული პარკი, სადაც სხვა ეკოსისტემებთან ერთად, დაცული იქნება მდინარე რიონი და მისი შენაკადები. საქართველოს მთავრობამ შეწყვიტოს საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში რისკის შემცველი პროექტების განხორციელება, რომლებიც საფრთხეს უქმნის ბუნებრივ ეკოსისტემებს, მდინარეებს და აფერხებს მაღალმთიანი რეგიონების მდგრად განვითარებას. გასაჯაროვდეს ჰიდროელექტროსადგურებზე გაფორმებული ხელშეკრულებები.

პეტიციას ამ დროისთვის 7650 ხელმომწერი ჰყავს. 

ფოტო: ინტერნეტ სივრცე

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *