ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისიამ არჩევნების მეორე ტურის კენჭისყრის დღეს დაწერილი საჩივრები განიხილა
ქუთაისის 59-ე საოლქო საარჩევნო კომისიამ არჩევნების
მეორე ტურის კენჭისყრის დღეს დაწერილი საჩივრები განიხილა. ჯამში
კომისიამ 5 საჩივარზე იმსჯელა, რომელიც საქართველოს ახალგაზრდა
იურისტთა ასოციაციის მიერ იქნა შეტანილი.
59-ე საოლქო საარჩევნო კომისიაში განაცხადეს, რომ საჩივრებიდან
დაკმაყოფილდა ერთი, ორი - ნაწილობრივ, ხოლო ორი არ დაკმაყოფილდა.
მათივე განმარტებით, საჩივრები ძირითადად პროცედურული ხასიათის
იყო.
რაც შეეხება კენჭისყრის დღის შემდეგ დაწერილ საჩივრებს, მათი განხილვა
საოლქო საარჩევნო კომისიაში დღეს არის ჩანიშნული. კომისია 3 საჩივრის
შესახებ მიიღებს გადაწყვეტილებას.
მასალის გამოყენების პირობები