საჩივრების განხილვის შემდეგ, საუბნო საარჩევნო კომისიის თანამდებობის პირებს შენიშვნა ან გაფრთხილება მიეცათ
ქუთაისის 59-ე საოლქო საარჩევნო კომისიამ სამი საჩივარი განიხილა. საჩივრები საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ და სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ მეორე ტურთან დაკავშირებით დაწერა. კომისიის ინფორმაციით, საჩივრების მოთხოვნის შესაბამისად გაიხსნა ორი საუბნო საარჩევნო კომისიის ჩანაწერთა წიგნი და გადაითვალა ბათილი ბიულეტენები.

"აღნიშნული სადამკვირვებლო ორგანიზაციების მიერ წარმოდგენილი საჩივრები კომისიამ ნაწილობრივ დააკმაყოფილა და საუბნო საარჩევნო კომისიის თანამდებობის პირებს შენიშვნა ან გაფრთხილება მისცა,"-აცახდებენ საოლქო საარჩევნო კომისიაში.

განხილულია ასევე კენჭისყრის დღეს დაწერილი 5 საჩივარი. მათგან დაკმაყოფილდა ერთი, ორი - ნაწილობრივ, ხოლო ორი არ დაკმაყოფილდა.

კომისიამ არსებული საჩივრების განხილვა დაასრულა.


FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
Aliexpress WW
გამოიწერეთ სიახლეები

თქვენი ელ.ფოსტა:

ამინდი
თბილისი -2 - 11 °C
img
ქუთაისი 8 - 14 °C
img
ბათუმი 11 - 14 °C
img
სოხუმი 9 - 15 °C
img
ფოთი 11 - 14 °C
img
თელავი 4 - 13 °C
img
მესტია -3 - 4 °C
img
ზუგდიდი 7 - 14 °C
img
ბორჯომი 0 - 8 °C
img