იმერეთში ვირუსის 793 შემთხვევა დადასტურდა
იმერეთში კორონავირუსით ინფიცირებულების რაოდენობა
მკვეთრად გაიზარდა. ბოლო 24 საათის განმავლობაში იმერეთის მასშტაბით
ვირუსით ინფიცირების 793 შემთხვევა დადასტურდა. იმერეთის
საავადმყოფოებში 1 215 პაციენტი მკურნალობს. მათ შორის
მძიმეა 219 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა. ხელოვნური
სუნთქვის აპარატზე 42 ადამიანი იმყოფება.
კოვიდსასტუმრობეში 265 პირი იმყოფება.
საკარანტინე სივრცეშია 33 ადამიანი. თვითიზოლაციაშია 4 782
ადამიანი.
ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ვირუსით ინფიცირების 3 801
ახალი დადასტურებული შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 3 200 პირი.
დაფიქსირდა გარდაცვალების 39 ახალი შემთხვევა.
მასალის გამოყენების პირობები