იმერეთში კორონავირუსის 648 ახალი შემთხვევა დადასტურდა
ბოლო 24 საათის განმავლობაში იმერეთში
კორონავირუსის 648 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ამის
შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო
შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ განაცხადა.
იმერეთის საავადმყოფოებში 1 219 პაციენტი
მკურნალობს. მძიმეა 226 მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა.
სუნთქვის აპარატზე იმყოფება 45 ადამიანი.
კოვიდსასტუმროებში 278 პირია მოთავსებული. საკარანტინე
სივრცეშია 35 ადამიანი. თვითიზოლაციასია 4 816 პირი.
ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ვირუსით ინფიცირების 4 780
ახალი დადასტურებული შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 3 489 პირი.
გარდაიცვალა 37 პაციენტი.
მასალის გამოყენების პირობები