ნამოხვანჰესის წინააღმდეგ, რიონის ხეობის მოსახლეობამ, მორიგი აქცია გამართა.

აქციის მთავარი მიზანი ამერიკის ელჩისადმი გზავნილია, რომლის ფარგლებშიც მოსახლეობა კელი დეგნანს თხოვს საკითხით დანტერესებას და  დახმარებას.

 

აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ ხელისუფლება მათ პროტესტს არ ისმენს, რომ კომპანია „ენკამ“ შეაჩეროს სამუშაოები.

რიონის ხეობის მოსახლეობა ჰესის მშენებლობას 35-ე დღეა აპროტესტებს.

აქციის მონაწილეებს საყდრისის გადარჩენის კომიტეტის წევრები შეუერთდნენ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *