ქუთაისის 59-ე საოლქო საარჩევნო კომისიამ მეორე ტურის შემაჯამებელი ოქმი შეადგინა
ქუთაისის 59-ე საოლქო საარჩევნო კომისიამ შემაჯამებელი ოქმები შეადგინა. კომისიის წევრებმა მეორე ტურის შემაჯამებელ ოქმებზე ხელი უკვე მოაწერეს. საბოლოო მონაცემებით, ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატი ზაზა ლომინაძე გახდა, ხოლო ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი. 

ოქმს ოპოზიციიდან მხოლოდ "პატრიოტთა ალიანსის" ხელმოწერა აქვს. 

არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით ჯამში 8 საჩივარი დაიწერა. საჩივრები საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციასა და სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებას ეკუთვნის. საჩივრები ძირითადად პროცედურული ხასიათის იყო. მათგან ერთი სრულად, ხუთი ნაწილობრივ, ხოლო ორი არ დაკმაყოფილდა.

"ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატმა არჩევნების მეორე ტურზე ხმათა 91,92% მიიღო. აღნიშნული 29867 ამომრჩევლის ხმაა. ოპოზიციის ბოიკოტის მოუხედავად, ბიულეტინში დაფიქსირებული იყო გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე. მან 2627 ხმა მიიღო, რაც ხმათა 8,08 %-ია.

იოსებ ხახალეიშვილმა არჩევნების მეორე ტურზე მან ხმათა 92 % მიიღო, რაც 29914 ამომრჩევლის ხმაა. გრიგოლ შუშანიამ ხმათა 8 % დააგროვა, მას მხარი 2590 ამომრჩევლმა დაუჭირა.
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
Aliexpress WW
გამოიწერეთ სიახლეები

თქვენი ელ.ფოსტა:

ამინდი
თბილისი -4 - 6 °C
img
ქუთაისი 3 - 11 °C
img
ბათუმი 7 - 11 °C
img
სოხუმი 5 - 12 °C
img
ფოთი 6 - 12 °C
img
თელავი 0 - 7 °C
img
მესტია -7 - 3 °C
img
ზუგდიდი 2 - 11 °C
img
ბორჯომი -6 - 4 °C
img
პოპულარული - ბოლო 30 დღის