ქუთაისის ახლადარჩეული მერი იოსებ ხახალეიშვილი

სამუშაო პროცესს 9 დეკემბრიდან შეუდგება. როგორც მერიის იურისტმა, ირაკლი გიორგაძემ განაცხადა, ყველა იურიდიული პროცედურა გავლილია.

როგორც გიორგაძე განმარტავს, მერი თანამდებობას საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ შემაჯამებელი ოქმის შედგენიდან მე-11 დღეს იკავებს. კომისიამ შემაჯამებელ ოქმს ხელი 29 ნოემბერს მოაწერა, შესაბამისად, კანონის მიხედვით მერმა პოსტი 9 დეკემბრიდან უნდა დაიკავოს.

არჩევნების პირველ ტურზე ქუთაისის მერობისათვის 8 კანდიდატი იბრძოდა. საკმარისი ხმების არ ქონის გამო მეორე ტური დაინიშნა. მეორე ტურში მონაწილეობა “ქართული ოცნებისა” და “ერთიანი ნაციონალური” მოძრაობის” კანდიდატებს უნდა მიეღოთ, თუმცა, ოპოზიციამ არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადა. საბოლოოდ ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი მეორე ტურზე მიღებული ხმათა 92%-ით გახდა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *