ქუთაისის მერია საახალწლოდ ჯამში 4 000 ნობათს

შეისყიდის. მერიამ ორი ტენდერი გამოაცხადა. 2 000 ნობათი სოციალურად დაუცველი ბენეფიციარებისთვისაა განკუთვნილი, ხოლო 2 000 ბავშვებისათვის. 

სოციალურად დაუცველებისათვის ნობათების შესაძენად გამოცხადებული ტენდერის ღირებულება 82 000 ლარია. თითოეული ნობათის შემადგენლობაში გაყინული ქათამი, 2 კილოგრამი შაქარი, 1 ცალი შედედებული რძე, ზეთი, კილოგრამი შოკოლადის კანფეტი, მაიონეზი, კარაქი, კვერცხი და პურის ფქვილი შედის.

საახალწლოდ ბავშვებისათვის მერია 2 000 ცალ საახალწლო ნობათს შეიძენს, რაშიც 20 000 ლარს გადაიხდის. ნობათები სხვადასხვა სახის ტკბილეულისაგან შედგება.

ჯამში ნობათებში მერია 102 000 ლარს დახარჯავს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *