ქუთაისის მერიამ 2021 წლის ბიუჯეტის პროექტი საკრებულოში

გადააგზავნა. დაკორექტირების შემდეგ ბიუჯეტის მოცულობა 60 მილიონ 86 ათას 500 ლარს შეადგენს. მერიის საფინანსო პოლიტიკისა და სახელმწიფო შესყიდვების სამსახურის უფროსის, დავით ნიშნიანიძის განცხადებით, თანხები ბიუჯეტში არსებულ სოციალურ პროგრამებს დაემატა. მისივე განმარტებით, საკრებულოდან ტექნიკური ხასიათის შენიშვნები იყო მიღებული, რაც გაითვალისწინეს.

“ბიუჯეტი შესაძლებლობიდან და რესურსიდან გამომდინარე, მაქსიმალურად მოგებულია მოსახლეობის ინტერესებს,”-განაცხადა დავით ნიშნიანიძემ.

2021 წლის ბიუჯეტის პროექტის პრიორიტეტად სოციალური და ინფრასტრუქტურული მიმართულებები დასახელდა.

მერიაში წლის ბოლომდე ბიუჯეტის 78 მილიონამდე ზრდას ვარაუდობენ.

პირველ ეტაპზე საკრებულო ბიუჯეტს კომისიურად განიხილავს. ქალაქის მთავარი ფინანსური დოკუმენტი დასამტკიცებლად საკრებულოს სხდომაზე, სავარაუდოდ, თვის ბოლოს გავა.

ბოიკოტის გამო ბიუჯეტის განხილვაში ოპოზიცია არ მონაწილეობს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *