მოქალაქე კახა ნემსიწვერიძე რამდენიმე დღეა ქუთაისის

ცენტრალურ მოედანთან საპროტესტო აქციას მართავს. ის ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს, საქართველოში ამერიკის ელჩის ქმედებებსა და ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ რეპრესიებს აპროტესტებს. ნემსიწვერიძე ამბობს, რომ უმოქმედობით არაფერი გამოვა და ის სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში საკუთარ მოსაზრებებს აფიქსირებს.

“მიუხედავად დიდი პატივისცემისა, ვაპროტესტებ ამერიკის ელჩის მოქმედებებს მიმდინარე პოლიტიკური ვითარების გამო. მისმა მისვლამ პარლამენტში “ქართული ოცნების” გაძლიერება გამოიწვია და მეორე დღესვე თავს დაესხნენ პოლიტიკურ ოპონენტებს და დააანონსეს რეპრესიები. ამან ჩემში გამოიწვია პროტესტის გრძნობა. ქვეყანა პოლიტიკურ ჩიხშია და ერთადერთი გამოსავალი რიგგარეშე არჩევნებია,”-ამბობს კახა ნემსიწვერიძე.

კახა ნემსიწვერიძე პოლიტპატიმრების გათავისუფლებას, რიგგარეშე არჩევნების ჩანიშვნასა და პოლიტიკური რეპრესიების შეწყვეტას ითხოვს. ასევე, სოლიდარობას უცხადებს “მთავარი არხის” გენერალურ დირექტორს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *