"პოლიტიკურად სწორი გადაწყვეტილება იყო"-ქუთაისის ახალი მერი პარლამენტის გადატანაზე
"მე ვფიქრობ, რომ პოლიტიკურად სწორი გადაწყვეტილება იყო,"- აღნიშნული ქუთაისის ახალმა მერმა იოსებ ხახალეიშვილმა ქუთაისიდან პარლამენტის თბილისში დაბრუნებაზე რადიო "ძველი ქალაქის" ეთერში განაცხადა. მისივე თქმით, თავის დროზე პარლამენტის ქუთაისში გადმოტანა სახელმწიფოებრივად არასწორი გადაწყვეტილება იყო და ამის შესახებ ფართო მსჯელობა არ ყოფილა.

"მე როგორც ქუთაისელს, რაც უფრო მეტი ინსტიტუტი იქნება ჩემს ქალაქში, პოლიტიკური, თუ ზოგადად ინსტიტუტი მიხარია და მახარებს, სასამართლო იქნება ეს თუ პარლამენტი იქნება თუ მთავრობის შენობა, ეს უკეთესია. მაგრამ მე როგორც სახელმწიფო მოხელე, ვალდებული ვარ პოლიტიკურად და სახელმწიფოებრივად ვიაზროვნო და გამომდინარე აქედან, მე ვფიქრობ, რომ ის გადაწყვეტილება, რომელიც იყო მიღებული თავის დროზე ქუთაისში პარლამენტის გადმოტანასთან დაკავშირებით არავის არავისთვის არ უკითხავს, ეს ერთ დღეს დაასახელა ერთმა პიროვნებამ ყოფილმა პარლამენტარმა აკაკი ბობოხიძემ და დაიწყო შემდეგ კამპანია რომ გადავიტანოთ ქუთაისში. ზოგადად ქვეყანაში გაიმართა ან პლებისციტი ან რამე გამოკითხვა?,"-განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.

ქუთაისის ახალი მერი ამბობს, რომ ქალაქს სტატუსი იმისთვის სჭირდება, რომ მას გარკვეული ეკონომიკური ეფექტი მოუტანოს. მისივე შედარებით, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს ქალაქისთვის მეტი ეკონომიკური ეფექტის მოტანა შეუძლია, ვიდრე პარლამენტს.

"ჩვენ შეგვიძლია იმ შენობაში ბევრი რამ გავაკეთოთ, რაც ქვეყნისთვის იქნება სასარგებლო და მისაღები. ქალაქს სტატუსი სჭირდება იმისთვის, რომ უფრო მეტი შემოსავალი იყოს ქალაქში. ბიუჯეტი გაიზარდოს და ეკონომიკა განვითარდეს, ყველა სტატუსს უნდა ჰქონდეს გარკვეული ეკონომიკური ეფექტი ქალაქისათვის. შევადაროთ, რას უფრო მეტი ეკონომიკური ეფექტის მოტანა შეუძლია, დაახლოებით 200 კაციან ინსტიტუტს, თუ რამდენიმე ათასი უცხოელი სტუდენტის ყოფნას ქალაქში. ეკონომიკურად ვადარებ. დარწმუნებული ვარ, რომ დასავლეთ საქართველოს განვითარების ღერძი ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტზე გავა, იმიტომ რომ ეს მხოლოდ საგანმანათლებლო თემა არ იქნება,"-განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.

2019 წლის იანვრიდან ქუთაისის პარლამენტის შენობა დაიცალა და საკანონმდებლო ორგანომ მუშაობა თბილისში გააგრძელა.
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
Aliexpress WW
გამოიწერეთ სიახლეები

თქვენი ელ.ფოსტა:

ამინდი
თბილისი -4 - 6 °C
img
ქუთაისი 3 - 11 °C
img
ბათუმი 7 - 11 °C
img
სოხუმი 5 - 12 °C
img
ფოთი 6 - 12 °C
img
თელავი 0 - 7 °C
img
მესტია -7 - 3 °C
img
ზუგდიდი 2 - 11 °C
img
ბორჯომი -6 - 4 °C
img
პოპულარული - ბოლო 30 დღის