პარტია “თავისუფალი საქართველოს” თანათავმჯდომარემ

გოგი წულაიამ ქუთაისის 2021 წლის ბიუჯეტი დაწვა. წულაია ამბობს, რომ მომავალი წლის ბიუჯეტში 24 მილიონი ლარი ხელფასებზეა გამოყოფილი და სახელფასო ნაწილში პანდემიის ფონზე არაფერია შეცვლილი. წულაია აცხადებს, რომ სამაგიეროდ შემცირებულია ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსება, რაც სამუშაოებზე დასაქმებულ ადამიანებს შემოსავლის გარეშე დატოვებს. პარტიის თავმჯდომარემ სამხარეო ადმინისტრაციის შენობის კედელს ცერცვიც შეაყარა.

“ადამიანები უმუშევრები დარჩებიან და ამ ფონზე მერიის თანამშრომლების ხელფასებს თეთრი არ მოაკლდებათ. ეს ბიუჯეტი ქალაქის გადარჩენასა და განვითარებაზე მორგებული არ არის. გაწერილია მერიის თანამნშრომლების შენახვაზე. ისევე როგორც წინა წლებში, მერიას არაფერი გაუთვალისწინებია და ამიტომ კედელს ცერცვი შევაყარე,”-ამბობს გოგი წულაია.

ქუთაისის 2021 წლის ბიუჯეტის პროექტი 60 მილიონ 86 ათას 500 ლარს შეადგენს. 2021 წლის ბიუჯეტის პროექტის პრიორიტეტად სოციალური და ინფრასტრუქტურული მიმართულებები დასახელდა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *