“გადადეთ ტექდათვალიერებები”-წულაია მთავრობას მიმართავს
ავტომობილების ტექდათვალიერებისათვის რიგებია ქუთაისშიც. მოქალაქეები ჯარიმებისგან თავის ასარიდებლად ავტომობილების შესამოწმებლად ცენტრებთან მივიდნენ. ერთ-ერთ ცენტრთან პარტია "თავისუფალი საქართველოს" თანათავმჯდომარე, გოგი წულაია მივიდა. მისი თქმით, ხელისუფლება პანდემიაზე არ ფიქრობს და მხოლოდ ჯარიმებით ბიუჯეტის შევსებაზეა ორიენტირებული.

"უზარმაზარი რიგია ცენტრთან. ჯარიმებით ავსებენ ბიუჯეტს. მოვუწოდებ ხელისუფლებას, გადადონ დათვალიერებები, როცა სიკვდილიანობას ვერ აუდიან. გადადეთ ტექდათვალიერებები, აქ არსებული მდგომარეობა კიდევ უფრო დაამძიმებს სიტუაციას,"-განაცხადა გოგი წულაიამ.

დილიდან რიგები იყო ზესტაფონის ტექდათვალიერების ცენტრებთან. მოქალაქეები ამბობდნენ, რომ მათ დათვალიერების გასავლელად ვადა მარტის თვემდე ჰქონდათ, თუმცა, მთავრობამ ვადა გაუფრთხილებლად გადმოწია და მათი დაჯარიმება დაიწყო.
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
Aliexpress WW
გამოიწერეთ სიახლეები

თქვენი ელ.ფოსტა:

ამინდი
თბილისი -2 - 11 °C
img
ქუთაისი 8 - 14 °C
img
ბათუმი 11 - 14 °C
img
სოხუმი 9 - 15 °C
img
ფოთი 11 - 14 °C
img
თელავი 4 - 13 °C
img
მესტია -3 - 4 °C
img
ზუგდიდი 7 - 14 °C
img
ბორჯომი 0 - 8 °C
img