ქუთაისის საკრებულოს ახალი თავმჯდომარე

ჰყავს. დეპუტატებმა ფარული კენჭისყრით ამ დრომდე თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ირაკლი შენგელია აირჩიეს. საკრებულოს თავმჯდომარის კანდიდატურაზე მხოლოდ მისი კანდიდატურა იყო წარდგენილი.

“მინდა მადლობა გამოვუცხადო მმართველ გუნდს, პარტია “ქართულ ოცნებას”. მადლობას ვუხდი საკრებულოს თითოეულ წევრს. რა თქმა უნდა, საკრებულოს, როგორც ინსტიტუციას ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელების პროცესში მნიშვნელოვანი როლი აქვს. ის პრიორიტეტები, რომელიც დასახულია საკრებულოს მხრიდან- გამჭვირვალე, ღია მმართველობა, ანგარიშვალდებულება და მოქალაქეთა ჩართულობა, იქნება მაქსიმალურად უზრუნველყოფილი,”-განაცხადა ირაკლი შენგელიამ.

საკრებულოს თავმჯდომარის პოსტი თავისუფალი მას შემდეგ გახდა, რაც ნიკოლოზ ლატარიამ თანამდებობა მისი სურვილით დატოვა. მას შემდეგ თავმჯდომარის მოვალეობას ირაკლი შენგელია ასრულებდა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *