საკრებულომ ქუთაისის 2021 წლის ბიუჯეტი ოპოზიციის გარეშე დაამტკიცა
ქუთაისის 2021 წლის ბიუჯეტი დამტკიცებულია. დეპუტატებმა მხარი ქალაქის მთავარ ფინანსურ დოკუმენტს ერთხმად დაუჭირეს. კენჭისყრაში ბოიკოტის გამო ოპოზიციას მონაწილეობა არ მიუღია. ქალაქის მთავარი ფინანსური დოკუმენტი 60 მილიონ 86 ათას 500 ლარით განისაზღვრა. პრიორიტეტად სოციალური მიმართულებები და ინფრასტრუქტურა დასახელდა.

"ძირითადი აქცენტები გაკეთებულია სოციალურ პროექტებზე. ბიუჯეტში გაჩნდა 200 000 ლარიანი ფონდი, რომელიც კოვიდ პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლისთვის იქნება გამოყენებული. დაფინანსდა აუტისტური სპექტრის მქონე ბავშებისათვის განკუთვნილი სერვისი, სოციალურად დაუცველი ბავშვებისათვის ინტერნეტზე წვდომა. შევეცადეთ, რომ ბიუჯეტი მორგებული ყოფილიყო მოსახლეობის მოთხოვნებს,"-განაცხადა ქუთაისის მერმა, იოსებ ხახალეიშვილმა.


FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
Aliexpress WW
გამოიწერეთ სიახლეები

თქვენი ელ.ფოსტა:

ამინდი
თბილისი -4 - 6 °C
img
ქუთაისი 3 - 11 °C
img
ბათუმი 7 - 11 °C
img
სოხუმი 5 - 12 °C
img
ფოთი 6 - 12 °C
img
თელავი 0 - 7 °C
img
მესტია -7 - 3 °C
img
ზუგდიდი 2 - 11 °C
img
ბორჯომი -6 - 4 °C
img
პოპულარული - ბოლო 30 დღის