ქუთაისის 2021 წლის ბიუჯეტი

დამტკიცებულია. დეპუტატებმა მხარი ქალაქის მთავარ ფინანსურ დოკუმენტს ერთხმად დაუჭირეს. კენჭისყრაში ბოიკოტის გამო ოპოზიციას მონაწილეობა არ მიუღია. ქალაქის მთავარი ფინანსური დოკუმენტი 60 მილიონ 86 ათას 500 ლარით განისაზღვრა. პრიორიტეტად სოციალური მიმართულებები და ინფრასტრუქტურა დასახელდა.

“ძირითადი აქცენტები გაკეთებულია სოციალურ პროექტებზე. ბიუჯეტში გაჩნდა 200 000 ლარიანი ფონდი, რომელიც კოვიდ პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლისთვის იქნება გამოყენებული. დაფინანსდა აუტისტური სპექტრის მქონე ბავშებისათვის განკუთვნილი სერვისი, სოციალურად დაუცველი ბავშვებისათვის ინტერნეტზე წვდომა. შევეცადეთ, რომ ბიუჯეტი მორგებული ყოფილიყო მოსახლეობის მოთხოვნებს,”-განაცხადა ქუთაისის მერმა, იოსებ ხახალეიშვილმა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *