Იმერეთის მუნიციპალიტეტებში სტიქიისგან მიყენებულ ზარალს ითვლიან
Ძლიერმა წვიმამ ჯამში
იმერეთის 8 მუნიციპალიტეტი დააზარალა. Ამის შესახებ იმერეთის
გუბერნატორმა ზვიად შალამბერიძემ განაცხადა. Მისივე თქმით, ძირითადი
დაზიანებები გზებზე, სასოფლო სავარგულებზე დაფიქსირდა და დაიტბორა
საცხოვრებელი სახლები.
"Ყველა მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს ზარალის დათვლა და სახელმწიფოც
შესაბამისად რეაგირებას მოახდენს,"-განაცხადა ზვიად შალამბერიძემ.
Სტიქიამ განსაკუთრებით სამტრედიის მუნიციპალიტეტი დააზარალა, სადაც,
Გუბერნატორის ინფორმაციით, წყლის დონემ დაიწია და მოსახლეობა საფრთხის
წინაშე არ დგას.
მასალის გამოყენების პირობები