"Ქუთაისი თბილისის შემდეგ ყველაზე ცხელი წერტილია"-ცერცვაძე
Ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის
ცენტრის გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე ქუთაისში კოვიდ
კლინიკების წარმომადგენლებს შეხვდა.
"Ქუთაისი თბილისის შემდეგ ქვეყანაში ყველაზე ცხელი წერტილია. Აჭარა
აღარ არის ცხელი წერტილი, იქ შემთხვევების და გარდაცვალების
რაოდენობამ მნიშვნელოვნად იკლო. აჭარაში მოხერხდა სტაბილიზაცია. Ეს
მოხერხდა ჩვენი აქტიური ჩარევის შემდეგ. Ქუთაისში კი ერთ-ერთი ყველაზე
მაღალია ახალი შემთხვევებისა და გარდაცვალების რიცხვი. Ვეცნობით
კლინიკების შესაძლებლობებს და იმედი გვაქვს, რომ სიტუაცია
დასტაბილურდება,"-განაცხადა ცერცვაძემ.
Თენგიზ ცერცვაძის თქმით, ქუთაისში რამდენიმე მიმართულებით მუშაობა
იგეგმება, მათ შორის იმ მხრივ, რომ ჟანგბადის მაღალი ნაკადით მიწოდება
დაინერგოს ყველა კლინიკაში.
მასალის გამოყენების პირობები