Კომპანიები, რომლებიც გელათის

Მონასტერზე არსებული ხარვეზების სარეაბილიტაციო სამუშაოებს ახორიელებდნენ დაჯარიმდნენ და რეაბილიტაციის პროცესს ჩამოშორდნენ. Ამის შესახებ ინფორმაციას კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. Მათივე განმარტებით, “ხელოვნების საერთაშორისო ცენტრი” და “იკორთა 2007” 12000-12000 ლარით დაჯარიმდნენ.

“Სააგენტოს მონიტორინგის სამსახურის მიერ გასულ წელს გაცემული გაფრთხილების მიუხედავად, შემსრულებელმა კომპანიებმა ამ დრომდე ვერ უზრუნველყვეს სანებართვო პირობების გადაცდომით შესრულებული სამუშაოების შედეგების გამოსწორება, რაც მთელ რიგ კონსტრუქციულ ელემენტებზე გამოვლენილი ხარვეზების აღმოფხვრას ითვალისწინებდა,”-აცხადებენ სააგენტოში.

Მთავარი ტაძრის დასავლეთი მკლავის სამხრეთ ფერდზე ქარის შედეგად დროებითი გადახურვის ფრაგმენტი აძვრა.

Სამუშაოებს დღეიდან კომპანია “ბაგინეთი +” განახორციელებს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *