ქუთაისში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნით აქცია მიმდინარეობს.

,,ნაციონალური მოძრაობის” წევრებმა და სამოქალაქო აქტივისტებმა მერიის წინ კარავი გაშალეს. აქციას შეუერთდა პარტია ,,თავისუფალი საქართველოს” თანათავმჯდომარე გოგი წულაია. როგორც აქციის ორგანიზატორები ამბობენ, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები გაყალბებულია და ვადამდელი არჩევნების მოთხოვნით აქციები პერმანენტულ რეჟიმში გაგრძელდება.
,,კარვები გაშლილია თბილისში, რუსთავში, თელავში, ზუგდიდში. დღეს ქუთაისშიც გავშალეთ. ეს გაბრაზებული ხალხის მობილიზებას ემსახურება. ჩვენ, ყველა, წავალთ თბილისში და დავასრულებთ ივანიშვილის რეჟიმს,”-ამბობს მოძრაობა ,,საქართველოს” წევრი, ნიკოლოზ ნარსია.

,,ბიძინა ივანიშვილმა არჩევნები გააყალბა და ეს არ უნდა შერჩეს. ჯერ არცერთ უზურპატორს თავის ხალხზე არ გაუმარჯვია და არც ეს შემთხვევა იქნება გამონაკლისი”, -ამბობს პარტია ,,ნაციონალური მოძრაობის” წევრი, გიგა შუშანია.

მერიის გარე პერიმეტს სამართალდამცველები აკონტროლებენ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *