პარტია “თავისუფალი საქართველოს” თანათავმჯდომარე, გოგი წულაია

ქუთაისის ბიუჯეტში შეტანილ ცვლილებებს აპროტესტებს. წულაია ამბობს, რომ ადმინისტრაციული ორგანოების მშენებლობასა და რეაბილიტაციაზე ბიუჯეტიდან 1 600 000 ლარი დაიხარჯება, რაც პანდემიის პირობებში გაუმართლებელია. მისივე თქმით, ბიუჯეტში უფრო მნიშვნელოვანი პროექტების დაფინანსებისთვის გაცილებით ნაკლები თანხებია გაწერილი. წულაია აცხადებს, რომ საჯარო მოხელეებისათვის პირადი კომფორტი მოქალაქეების საჭიროებაზე მაღლა დგას.

“1 600 000 ლარს ხარჯავენ იმისთვის, რომ კომფორტში იცხოვრონ, როცა ქალაქში ადამიანებს შიათ. როდესაც აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვების რეაბილიტაციისათვის 14 000 ლარი აქვთ გამოყოფილი. აქ ჩანს უკვე კომფორტი უმჯობესია, თუ ბავშვები. მრავალსართულიანი სახლების ფასადების რეაბილიტაციაზე 11 000 ლარია გამოყოფილი, როცა აგურისა და ფასადიდან ბათქაშის ჩამოვარდნით 2 მცირეწლოვანია გარდაცვლილი. პანდემიის დროს საკუთარი კაბინეტების მოწყობისთვის მილიონების დახარჯვა, უზნეობაა,”-ამბობს გოგი წულაია.

ქუთაისის მერიაში ამბობენ, რომ კომენტარს მოგვიანებით გააკეთებენ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *