1-ლ მარტამდე ქუთაისის სკოლებში ბუფეტები არ იფუნქციონირებს
პირველ ეტაპზე ქუთაისის სკოლებში კვების ობიექტები
არ იფუნქციონირებს. ამის შესახებ რესურსცენტრის ხელმძღვანელმა მაია
ცქიტიშვილმა რადიო "ძველ ქალაქთან" საუბრისას განაცხადა. მისივე
თქმით, შეზღუდვა კვების ობიექტის ამუშავებაზე 1-ლ მარტამდე
გაგრძელდება.
"ბავშვების კვება უზრუნველყოფილი უნდა იყოს მშობლის მიერ. მათ უნდა
გამოატანონ საკვები ბავშვებს,"-ამბობს ცქიტიშვილი.
სასწავლო პროცესი დღეს ქუთაისის 38 საჯარო და 10 კერძო სკოლაში
განახლდა. ონლაინ სწავლების რეჟიმში 1250 მოსწავლე დარჩა. საკლასო
ოთახებში კი სწავლას 26 800 მოსწავლე აგრძელებს.
ფოტო: ინტერნეტ სივრცე
მასალის გამოყენების პირობები