Გოგი წულაიამ სოლიდარობის ნიშნად კომენდანტის საათი დაარღვია
Პარტია "თავისუფალი
Საქართველოს" თანათავმჯდომარემ გოგი წულაიამ დაუმორჩილებლობა
გამოაცხადა და სოლიდარობის ნიშნად კომენდანტის საათი დაარღვია. Მან
სოლიდარობა ნიკა მელიას და ყველა იმ ადამიანს გამოუცხადა, რომლებიც
აღნიშნული მიზეზით დააჯარიმეს.
"Ეს არის დაუმორჩილებლობის აქცია. Ვაპროტესტებ კომენდანტის საათს.
Ვთვლი, რომ ხელისუფლებამ ასეთი სისულელეები უნდა დაამთავროს. Ხალხის
შეშინებას დაჯარიმეებით დაანებოს თავი და ნაბიჯი გადადგას ხალხისკენ.
Ხალხისჯენ ნაბიჯის გადადგმა ეს ნიშნავს, რომ უნდა დაიწყოს
მოლაპარაკება ოპოზიციურ პარტიებთან როგორ განმუხტონ ქვეყანაში
კრიზისი,"-განაცხადა წულაიამ.
Გოგი წულაია პატრულმა შენიშნა, თუმცა, არ დაუჯარიმებია. Წულაია
ამბობს, რომ, სავარაუდოდ, ჯარიმას სახლში მიუტანენ, რომელსაც არ
გადაიხდის.
მასალის გამოყენების პირობები