ბინზესპარტნიორის მკვლელობაში მსჯავრდებულის ახლობლები სამართლიან სასამართლოს ითხოვენ
ბინზესპარტნიორის მკვლელობაში მსჯავრდებულის ალექსანდრე ტოგონიძის ახლობლები ქუთაისის სააპელაციო სასამართლოსთან შეიკრიბნენ. ისინი ამტკიცებენ, რომ ტოგონიძე უდანაშაულოა და სამართალდამცველებმა აღიარებითი ჩვენება ძალადობითა და მუქარით მოიპოვეს. მსჯავრდებულის ახლობლები საქმის სამართლიან გამოძიებას ითხოვენ.

"ჩემმა შვილმა აღიარებითი ჩვენება ზეწოლის შემდეგ მისცა. სასტიკად სცემეს. შვილებით დაემუქრნენ. სახლიდან მოტყუებით გაიყვანეს. მას მისი მეგობარი არ მოუკლავს. სასამართლოს სულ ყალბი ჩვენებები აქვთ. იმ დღეს გარდაცვლილი ჩვენთან იმყოფება სტუმრად, ღამე ჩვენთან გაათია, ალბათ, ამიტომ ადანაშაულებდნენ,"-ამბობს მსჯავრდებულის დედა ნათია ტოგონიძე.

მსჯავრდებულის მეუღლე, ნანა დარბაიძე ამბობს, მათი მთავარი მოთხოვნა სამართლიანი სასამართლოა. მისივე თქმით, გარდა იძულებით აღიარებისა, საქმეში მტკიცებულებები არ არის. მისი განმარტებით, გარდაცვლილსა და მსჯავრდებულს შორის დაძაბულობა არ ყოფილა.

2018 წლის 14 მაისს, ვანის მუნიციპალიტეტში მდინარე რიონის სანაპიროზე ლითონის კასრში მამაკაცის დამწვარი ცხედარი იპოვეს. ბიოლოგიური ექსპერტიზის შედეგად მოკლული მამაკაცი ნიკოლოზ ქუმსიშვილი აღმოჩნდა. თითქმის ერთი წლის შემდეგ, სამართალდამცავებმა ქუმსიშვილის მეგობარი, ალექსანდრე ტოგონიძე დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ალექსანდრე ტოგონიძემ ხაშურის მუნიციპალიტეტში, ფინანსური დავის გამო, კუთვნილი არარეგისტრირებული სანადირო თოფიდან გასროლით თავისი ბიზნესპარტნიორი, ნიკოლოზ ქუმსიშვილი მოკლა. ბრალდებულმა ცხედარი, დანაშაულის დაფარვისა და კვალის წაშლის მიზნით, ლითონის კასრში მოათავსა და ცეცხლი წაუკიდა. ამის შემდეგ, ბრალდებულმა ნაწილობრივ დამწვარი ცხედარი საკუთარი ავტომობილით ვანის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში ჩაიტანა და კასრიანად მდინარე რიონში გადააგდო.


FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
საკოორდინაციო საბჭოს სხდომა დასრულდა. საბჭომ შეზღუდვების
15:34 / 24.02.2021
საკოორდინაციო საბჭოს სხდომა დასრულდა. საბჭომ შეზღუდვების
ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები ნიკა მელიას დაკავებას
უკანონოს უწოდებენ და ამბობენ,
18:18 / 23.02.2021

ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები ნიკა მელიას დაკავებას უკანონოს უწოდებენ და ამბობენ,

ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები ნიკა მელიას დაკავებას უკანონოს
უწოდებენ და ამბობენ,
18:08 / 23.02.2021
ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები ნიკა მელიას დაკავებას უკანონოს უწოდებენ და ამბობენ,
<iframe width=
18:05 / 23.02.2021
<iframe width="1237" height="696" src="https://www.youtube.com/embed/K_iSRiss9ew" frameborder="0" allow="accelerometer; autoplay; clipboard-write; encrypted-media; gyroscope; picture-in-picture" allowfullscreen></iframe>
,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის’’ თავმჯდომარის, ნიკა მელიას
დაკავებას ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები უკანონოს უწოდებენ და
ამბობენ,
13:09 / 23.02.2021

,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის’’ თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაკავებას ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები უკანონოს უწოდებენ და ამბობენ,

Aliexpress WW
გამოიწერეთ სიახლეები

თქვენი ელ.ფოსტა:

ამინდი
თბილისი -7 - 4 °C
img
ქუთაისი 1 - 9 °C
img
ბათუმი 5 - 9 °C
img
სოხუმი 3 - 10 °C
img
ფოთი 3 - 9 °C
img
თელავი -6 - 3 °C
img
მესტია -12 - 0 °C
img
ზუგდიდი 1 - 9 °C
img
ბორჯომი -6 - 4 °C
img
პოლიტიკის სიახლეები
ქვეყანაში კოვიდის გამო დაწესებული შეზღუდვების ნაწილი იხსნება
15:34 / 24.02.2021
საკოორდინაციო საბჭოს სხდომა დასრულდა. საბჭომ შეზღუდვების
როგორ აფასებენ ნიკა მელიას დაკავებას მოქალაქეები
18:18 / 23.02.2021

ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები ნიკა მელიას დაკავებას უკანონოს უწოდებენ და ამბობენ,

 ,,სახეცვლილი ბოლშევიკები თავისუფლების წინააღმდეგ იბრძვიან’’-როგორ აფასებენ ნიკა მელიას დაკავებას პოლიტიკოსები
13:09 / 23.02.2021

,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის’’ თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაკავებას ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები უკანონოს უწოდებენ და ამბობენ,

თბილისში დაგეგმილ საპროტესტო აქციას ქუთაისიდან შეუერთდებიან
12:29 / 23.02.2021
თბილისში დღეს დაგეგმილ საპროტესტო აქციას სხვადასხვა