,,ირაკლი ღარიბაშვილი ,,ქართული ოცნების” ფონზეც კი დაბალი შესაძლებლობების მქონე პოლიტიკოსია,

ბიძინა ივანიშვილმა ყველაზე ცუდი არჩევანი გააკეთა,’’-ასე შეაფასა ევროპული საქართველოს გუნდის წევრმა, ამირან ძოწენიძემ პრემიერ-მინისტრობის პოსტზე ირაკლი ღარიბაშვილის კანდიდატურის წარდგენა. მისი თქმით, ღარიბაშვილის პრემიერ-მინისტრობა ქვეყნის ისედაც ფსკერზე მისულ ეკომონიკას მთლიანად ჩამოშლის და ქვეყანაში კრიზისი მეტად გამწვავდება.

 

,,ირაკლი ღარიბაშვილთან შედარებით გიორგი გახარია იყო ჭკვიანი და დროზე გაასწრო, მაგრამ ის ვერ ჩამოირეცხავს იმ ცოდვებს, რაც ქართველი ხალხის წინაშე ჩაიდინა. ვგულისხმობ ერთის მხრივ, 20 ივნისის ამბებს და მეორეს მხრივ, იმ კატასტროფულ მდგომარეობას, რაც მდგომარეობაშიც დღეს ქვეყანა იმყოფება. თუ გახარია შედარებით დახვეწილი და ჭკვიანი იყო, ღარიბაშვილი ხისტი, უჭკუო და დაუნდობელი იქნება. წარმოუდგენელი სიბრიყვე იყო პრემიერის პოსტზე მისი წარდგენა. ღარიბაშვილის ძლიერი მხარე არ არის ეკონომიკა. რას უნდა ველოდოთ ადამიანისგან, რომელიც ამბობს , რომ ვარდების რევოლუციის შემდეგ ქვეყნის ეკონომიკამ კრახი განიცადა?-სვამს კითხვას ამირან ძოწენიძე.

მისი თქმით, ირაკლი ღარიბაშვილის ერთადერთი ძლიერი მხარე ბიძინა ივანიშვილის უპირობო მორჩილებაა და სწორედ ამიტომ წარადგინეს ის პრემიერის პოსტზე.

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *