,,სახეცვლილი ბოლშევიკები თავისუფლების წინააღმდეგ იბრძვიან’’-როგორ აფასებენ ნიკა მელიას დაკავებას პოლიტიკოსები

,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის’’ თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაკავებას ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები უკანონოს უწოდებენ და ამბობენ,

რომ ქვეყანაში შერჩევითი სამართალი მოქმედებს. როგორც ფრაქცია ,,ნაციონალური მოძრაობის'' თავმჯდომარე, გიგა შუშანია ამბობს, ნიკა მელიას დაკავება აგონიაში მყოფი ხელისუფლების უსამართლო ქმედება იყო, რომელსაც შესაბამისი რეაგირება აუცილებლად მოჰყვება.

 

,,ქართულმა ოცნებამ’’ დაიწყო გავრილოვის ღამით და დაასრულა როდიონოვის დილით. შემთხვევითი არაა,  რომ ნიკა მელიას დაკავება საბჭოთა არმის დღეს დაემთხვა.  100 წლის შემდეგ ჩვენ ისევ ბოლშევიზმთან ბრძოლა გვიწევს. დღეს სახეცვლილი ბოლშევიკები თავისუფლების წინააღმდეგ იბრძვიან და ჩვენი ვალია დავიცვათ თავისუფლება. გავმართავთ აქციას. არავინ დაუშვებს, რომ  ორჯონიკიძეების, როდიონოვების კარიკატურებმა საბჭოთა კავშირში დაგვაბრუნონ,’’-აცხადებს გიგა შუშანია.

ძალადობად და უკანონობად აფასებს ,,ნაციონალური მოძრაობის'' თავმჯდომარის დაკავებას პარტია ,,თავისუფალი საქართველოს თანათავმჯდომარე, გოგი წულაიაც.

,,დიდ უგუნურებად შევაფასებდი ხელისუფლების ქმედებას. აქამდე შეეძლოთ, რომ სხვა ფორმით ორი თვით მაინც შეენარჩუნებინათ ხელისუფლება. ახლა თავიანთი ქმედებით თავად დაიახლოვეს თავიანთი პოლიტიკური სიკვდილი,’’-განაცხადა გოგი წულაიამ.

დემოკრატიასთან და თავისუფლებასთან ბრძოლად აფასებს მომხდარ ფაქტს ,,ევროპული საქართველოს'' წევრი, ამირან ძოწენიძე. მისი თქმით, დემოკრატიის არსი ისაა, რომ იმის ატანა შეძლო, ვინც არ მოგწონს, ნიკა მელიას დაკავება კი ავტორიტარული რეჟიმის საფუძველს ქმნის.

,,ეს პროცესი თავიდან ბოლომდე სამარცხვინო და საქართველოს აწმყოს და მომავლის ო. ,,ქართული ოცნება''მოსვლის დღიდანვე აღვივებს დაპირისპირებას პოლიტიკური, რელიგიური თუ ეთნიკური განსხვავებულობის ნიადაგზე. დაძაბულობის შექმნა მისთვის ბუნებრივი გარემოა,  რომ შემდეგ ქვეყანის ძარცვა გაუადვილდეთ. უკვე წლებია ნეხვში ვიმყოფებით,’’-ამბობს ამირან ძოწენიძე.

,,ნაციონალური მოძრაობის'' თავმჯდომარე ნიკა მელია გამთენიისას დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მელიას აყვანის სპეცოპერაცია პარტიის ცენტრალურ ოფისში გამთენიისას დაიწყო. ოპერაციის ფარგლებში შსს-მ სპეციალური ტექნიკა და სპეცდანიშნულების რაზმი გამოიყენა. გაუშვა ე.წ. წიწაკის სპრეი, რითაც პარტიის ოფისში მყოფი პირები დაშალა.

 

 

FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
1-ლი მარტიდან ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტში
სასწავლო პროცესი ჰიბრიდულ რეჟიმში წარიმართება.
18:27 / 26.02.2021

1-ლი მარტიდან ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტში სასწავლო პროცესი ჰიბრიდულ რეჟიმში წარიმართება.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2021 წლის
იანვარში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, საქართველოს
ეკონომიკა 11,5%-ით შემცირდა.
12:45 / 26.02.2021
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2021 წლის იანვარში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, საქართველოს ეკონომიკა 11,5%-ით შემცირდა.
დღეს, თბილისში დაგეგმილ ნიკა მელიას მხარდამჭერ
11:26 / 26.02.2021
დღეს, თბილისში დაგეგმილ ნიკა მელიას მხარდამჭერ
დღეს, თბილისში დაგეგმილ ნიკა მელიას მხარდამჭერ
11:26 / 26.02.2021
დღეს, თბილისში დაგეგმილ ნიკა მელიას მხარდამჭერ
Aliexpress WW
გამოიწერეთ სიახლეები

თქვენი ელ.ფოსტა:

ამინდი
თბილისი 2 - 8 °C
img
ქუთაისი 4 - 9 °C
img
ბათუმი 5 - 9 °C
img
სოხუმი 2 - 5 °C
img
ფოთი 5 - 9 °C
img
თელავი -1 - 7 °C
img
მესტია -13 - -3 °C
img
ზუგდიდი 1 - 7 °C
img
ბორჯომი -3 - 2 °C
img
პოპულარული - ბოლო 30 დღის
მშობლების განცხადების საფუძველზე შესაძლებელია სკოლები სწავლების ონლაინ რეჟიმზე დარჩნენ

15 თებერვლიდან საქართველოში სასწავლო პროცესი ჩვეულ რეჟიმში განახლდება,

17:18 / 09.02.2021
,,გახარიას გადადგომა მიანიშნებს, ქვეყანაში არა მხოლოდ ღრმა პოლიტიკური კრიზისი, არამედ ღრმა სახელისუფლებო კრიზისიცაა’’-გიგა შუშანია

ფრაქცია ,,ნაციონალური მოძრაობის’’ თავმჯდომარე, გიგა შუშანია გიორგი გახარიას გადადგომას აფასებს და ამბობს, რომ  პრემიერ-მინისტრის გადადგომით ნათლად ჩანს ის კრიტიკული მდგომარეობა, რაც ქვეყანაშია შექმნილი.

12:31 / 18.02.2021
ქუთაისში საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა მუშაობა განაახლა
ქუთაისში საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა მუშაობა
13:46 / 08.02.2021
პოლიტიკის სიახლეები
წერეთლის უნივერსიტეტში სასწავლო პროცესი ჰიბრიდულ რეჟიმში განახლდება
18:27 / 26.02.2021

1-ლი მარტიდან ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტში სასწავლო პროცესი ჰიბრიდულ რეჟიმში წარიმართება.

იანვარში საქართველოს ეკონომიკა 11,5%-ით შემცირდა
12:45 / 26.02.2021
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2021 წლის იანვარში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, საქართველოს ეკონომიკა 11,5%-ით შემცირდა.
თბილისში ნიკა მელიას მხარდამჭერ აქციას ქუთაისიდან უერთდებიან
11:26 / 26.02.2021
დღეს, თბილისში დაგეგმილ ნიკა მელიას მხარდამჭერ