ქვეყანაში კოვიდის გამო დაწესებული შეზღუდვების ნაწილი იხსნება
საკოორდინაციო საბჭოს სხდომა დასრულდა. საბჭომ შეზღუდვების შემსუბუქების გადაწყვეტილება მიიღო.

როგორც პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, სამთო კურორტებზე სასტუმროები 25 თებერვლიდან გაიხსნება, ხოლო აქ არსებული საბაგიროები 8 მარტიდან.

მისივე თქმით, საქალაქთაშორისო ტრანსპორტი ფუნქციონირებას 25 თებერვლიდან დაიწყებს.

რესტორნები ფუნქციონირებას შიდა სივრცეში 1-ლი მარტიდან ბათუმში, ხოლო დანარჩენ ქალაქში 8 მარტიდან განაახლებენ. რესტორნებს დადგენილი რეკომენდაციების დაცვა მოუწევთ.

კონფერენციები და ტრენინგების ჩატარება 1-ლი მარტიდან განახლდება.

სპორტული დარბაზები ფუნქციონირებას 15 მარტიდან განაახლებენ.

საბავშვო ბაღები გაიხსნება 1-ლი მარტიდან, 2 კვირაში ერთხელ ტესტირების პირობით. უმაღლესი და პროფესიული სასწავლებლები პრაქტიკულ მეცადინეობას და გამოცდების ჩატარებას საუნივერსიტეტო სივრცეში 1-ლი მარტიდან შეძლებენ. სასწავლო პროცესი აუდიტორიებში კი 15 მარტიდან აღდგება. სასკოლო წრეები 15 მარტიდან განახლდება.

მუზეუმები და ბიბლიოთეკები საქმიანობას პირველი მარტიდან განაახლებენ. თეატრები, სპორტული კლუბები, პროფესიული ანსამბლები რეპეტიციების და ვარჯიშის განახლებას შეძლებენ 15 მარტიდან, ხოლო საქმიანობის სრულად აღდგენას 1-ლი აპრილიდან. 

არასასურსათო საცალო ვაჭრობა შაბათ-კვირის ჩათვლით განახლდება 8 მარტიდან. 

1-ლი მარტიდან ქვეყანაში ვიზიტორები შემოსვლას შეძლებენ სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, უკრაინიდან, ყაზახეთიდან, რუსეთიდან, ბელარუსიიდან. სახმელეთო საზღვრებზე შენარჩუნდა დღეს მოქმედი რეჟიმი.

ძალაში რჩება კომენდანტის საათი საღამოს 21:00 დან დილის 05:00 საათამდე.

პრემიერი მოქალაქეებს მაღალი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობის გამოჩენისკენ მოუწოდებს.
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
საქართველოს მთავრობის ინიციატივით,
20:13 / 16.04.2021

საქართველოს მთავრობის ინიციატივით,

სოფელ გუმათში მომხდარი ინციდენტის შედეგად დაკავებული
აქტივისტების ახლობლები
18:13 / 16.04.2021

სოფელ გუმათში მომხდარი ინციდენტის შედეგად დაკავებული აქტივისტების ახლობლები

Aliexpress WW
გამოიწერეთ სიახლეები

თქვენი ელ.ფოსტა:

ამინდი
თბილისი 12 - 22 °C
img
ქუთაისი 11 - 19 °C
img
ბათუმი 12 - 15 °C
img
სოხუმი 11 - 15 °C
img
ფოთი 11 - 14 °C
img
თელავი 12 - 21 °C
img
მესტია 4 - 8 °C
img
ზუგდიდი 11 - 17 °C
img
ბორჯომი 9 - 21 °C
img
პოპულარული - ბოლო 30 დღის
ელისი საოცრებათა ქვეყანაში - პრემიერა

3, 4 აპრილს ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელმწიფო დრამატულ თეატრში ლუის კეროლის ცნობილი ზღაპარის "ელისი საოცრებათა ქვეყანაში" პრემიერაა.

18:24 / 30.03.2021
ქუთაისში ახალგაზრდა გოგონას ავტომობილი დაეჯახა
ქუთაისში, ავტომშენებლის ქუჩაზე, ავტომობილი ქვეითს დაეჯახა.
16:02 / 07.04.2021
ქუთაისის მოკლე მეტრაჟიანი ფილმების ფესტივალი

8-12 მაისს , ქუთაისში  ქუთაისის მოკლე მეტრაჟიანი ფილმების ფესტივალი გაიმართება.

17:30 / 24.03.2021
პოლიტიკის სიახლეები
ნამახვანჰესთან დაკავშირებით სპეციალური საბჭო შეიქმნა
20:13 / 16.04.2021

საქართველოს მთავრობის ინიციატივით,

გუმათში დაკავებული აქტივისტების ახლობლები სასამართლოზე დასწრების უფლებას ითხოვენ
18:13 / 16.04.2021

სოფელ გუმათში მომხდარი ინციდენტის შედეგად დაკავებული აქტივისტების ახლობლები