აკაკი საღინაძე ვასილ კიკვიძის ძეგლის აღებას ითხოვს
სამოქალაქო აქტივისტი აკაკი საღინაძე წითელგვარდიელი ვასილ კიკვიძის ძეგლის დემონტაჟის შესახებ სამართლებრივ დავას იწყებს. აკაკი საღინაძე მ მიმართვა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ქუთაისის განყოფილებაში შეიტანა. მისი თქმით, ქვეყანაში, რომელსაც რომელსაც ევროატლანტიკური ორიენტაცია აქვს აღებული, კომუნისტურ იდეოლოგიასთნ დაკავშირებული ძეგლების არსებობა არამიზანშეწონილია და ასევე ეწინააღმდეგება საქართველოს კანონს,, თავისუფლების ქარტიის შესახებ''.

,,კანონი,, თავისუფლების ქარტიის'' შესახებ განსაზღვრავს, რომ დაუშვებელია კომუნისტური იდეოლოგიის გამომხატველი საკულტო ნაგებობების, ძეგლების, მონუმენტების და სხვათა არსებობა ქვეყნის ტერიტორიაზე საჯარო სივრცეში. იმისთვის რომ კანონი აღსრულდეს და ძეგლის დემონტაჟი დაიწყოს, სუსმა უნდა შექმნას კომისია, კომისიამ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, რომ ეს ძეგლი უკანონოა და დაავალოს შესაბამის უწყებებს ვასილ კიკვიძის ქანდაკების დემონტაჟი. სამოქალაქო საზოგადოებისთვის მიუღებელია ქვეყნის ტერიტორიაზე ისეთი ძეგლების არსებობა, რომელიც პირდაპირ კავშირშია საბჭოთა კავშირთან და კომუნისტურ, ტოტალიტარულ იდეოლოგიასთან'' - ამბობს აკაკი საღინაძე.

ვასილ კიკვიძის ძეგლი ქუთაისში 1959 წელს დაიდგა. იგი მოქანდაკე ვალერიან მიზანდარმა შექმნა.

ვასილ კიკვიძე ქუთაისში 1895 წელს დაიბადა. იყო რუსეთში მოღვაწე ესერთა პარტიის წევრი, საბჭოთა რევოლუციის გმირი, მეთაურობდა წითელი არმიის სხვადასხვა დანაყოფებს. 1917-1918 წლებში მეთაურობდა წითელი არმიის ბრძოლას უკრაინაში და მონაწილეობდა ჟიტომირის აღებაში, რომელიც ქუთაისთან დაძმიბოლებული ქალაქია. დაიღუპა 1919 წელს თეთრგვარდიელებთან ბრძოლაში.
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
საქართველოს მთავრობის ინიციატივით,
20:13 / 16.04.2021

საქართველოს მთავრობის ინიციატივით,

სოფელ გუმათში მომხდარი ინციდენტის შედეგად დაკავებული
აქტივისტების ახლობლები
18:13 / 16.04.2021

სოფელ გუმათში მომხდარი ინციდენტის შედეგად დაკავებული აქტივისტების ახლობლები

Aliexpress WW
გამოიწერეთ სიახლეები

თქვენი ელ.ფოსტა:

ამინდი
თბილისი 12 - 22 °C
img
ქუთაისი 11 - 19 °C
img
ბათუმი 12 - 15 °C
img
სოხუმი 11 - 15 °C
img
ფოთი 11 - 14 °C
img
თელავი 12 - 21 °C
img
მესტია 4 - 8 °C
img
ზუგდიდი 11 - 17 °C
img
ბორჯომი 9 - 21 °C
img
პოპულარული - ბოლო 30 დღის
ელისი საოცრებათა ქვეყანაში - პრემიერა

3, 4 აპრილს ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელმწიფო დრამატულ თეატრში ლუის კეროლის ცნობილი ზღაპარის "ელისი საოცრებათა ქვეყანაში" პრემიერაა.

18:24 / 30.03.2021
ქუთაისში ახალგაზრდა გოგონას ავტომობილი დაეჯახა
ქუთაისში, ავტომშენებლის ქუჩაზე, ავტომობილი ქვეითს დაეჯახა.
16:02 / 07.04.2021
ქუთაისის მოკლე მეტრაჟიანი ფილმების ფესტივალი

8-12 მაისს , ქუთაისში  ქუთაისის მოკლე მეტრაჟიანი ფილმების ფესტივალი გაიმართება.

17:30 / 24.03.2021
პოლიტიკის სიახლეები
ნამახვანჰესთან დაკავშირებით სპეციალური საბჭო შეიქმნა
20:13 / 16.04.2021

საქართველოს მთავრობის ინიციატივით,

გუმათში დაკავებული აქტივისტების ახლობლები სასამართლოზე დასწრების უფლებას ითხოვენ
18:13 / 16.04.2021

სოფელ გუმათში მომხდარი ინციდენტის შედეგად დაკავებული აქტივისტების ახლობლები