პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი ნამოხვანჰესის მშენებლობის

საკითხზე რიონის ხეობაში მინისტრებს აგზავნის. მისი დავალებით ხეობაში ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი უნდა ჩავიდნენ. მინისტრებთან შესახვედრად მზაობას გამოთქვამს რიონის ხეობის მოსახლეობა, თუმცა, დამოკიდებულებას, რომ თუ ის მინისტრებისაგან პასუხს მიიღებენ და საკუთარ პოზიციას შეცვლიან, არასწორს უწოდებენ.

“ახლა რომ გარკვეული კითხვები რაღაც პასუხგაცემულად ჩათვალონ და მერე გააგრძელონ მშენებლობა, ჩვენ ამას ასე არ ვიგებთ. აუცილებლად უნდა განულდეს ეს პროცესი. “ენკა” წავიდეს და ხეობა დაგვიბრუნდეს და შემდეგ დანარჩენზე ვილაპარაკებთ. პროექტთან დაკავშირებით ჩვენ კითხვები მინისტრებთან არ გვაქვს. კომპანია აგრძელებს პიარ კამპანიას, ჩვენც ვიღებთ ინფორმაციას, ის რა პასუხებიც ეცემა, არ არის დამაკმაყოფილებელი და ადეკვატური. დარწმუნებული ვარ, სხვა პასუხები არც ამათ ექნებათ. ის, რომ 800 მილიონიანი ინვესტიცია კოვიდის პირობებში სჭირდება ქვეყანას, ან დასაქმება რომ არის. თუმცა, რეალურად ხელშეკრულებაში არც ერთია და არც მეორე. აქ ჩასატარებელია კვლევები. რეალურად უნდა გააცნობიერონ რომ შეცდომები დაუსვეს. უნდა აღიარონ რომ შეეშალათ,”-ამბობს რიონის ხეობაში მცხოვრები, ვარლამ გოლეთიანი.

რიონის ხეობის მოსახლეობა თვეებია კარვებში ღამეს ათევს. ისინი ნამოხვანჰესის მშენებლობას ეწინააღმდეგებიან და ამბობენ, რომ მათს სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება. იმართება საპროტესტო აქციებიც.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *