საია და მწვანე ალტერნატივა თბილისის საქალაქო სასამართლოს

შუამდგომლობით მიმართავენ და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის იმ ბრძანების მოქმედების შეჩერებას მოითხოვენ, რომლითაც ნამახვანის ჰესების კასკადზე დადებითი გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება გაიცა.

“ეს გადაწყვეტილება გაიცა კანონის მოთხოვნათა დარღვევით. როგორც შინაარსობრივი მხარე იყო აქ პრობლემური, ასევე პრობლემური იყო პროცედურული მხარე. ვფიქრობთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ უნდა დააკმაყოფილოს ჩვენი შუამდგომლობა, იმიტომ რომ ამ აქტის კანონიერებასთან მიმართებით დასაბუთებული ეჭვი არსებობს, რომ ის არის უკანონო და ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევის გარეშე გაიცა,”-აცხადებენ ორგანიზაციებში.

მათივე განმარტებით, არ ჩატარებულა არც საჯარო განხილვები, რაც კანონდარღვევაა. 

თვეებია, რაც რიონის ხეობის მოსახლეობა კარვებში ღამეს ათევს და ჰესის მშენებლობას ეწინააღმდეგება. ისინი მოითხოვენ, რომ მშენებელმა კომპანია “ენკამ” ტერიტორია დატოვოს.

ფოტო: ინტერნეტ სივრცე

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *