ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა და გარემოს

დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი რიონის ხეობის “მცველებს” ხვდებიან. შეხვედრა მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. ამ დროისთვის მხარეები შეთანხმდნენ, რომ შეხვედრა მომავალ კვირაში ჩაინიშნება და ის საჯარო იქნება. შეხვედრაზე დეტალურად განიხილება მოსალოდნელი საფრთხეები და კომპანიასთან დადებული ხელშეკრულების პირობები. რიონის ხეობის მოსახლეობის მთავარი მოთხოვნა, რომ მომავალ შეხვედრამდე მშენებლობა შეჩერდეს, რაც თურნავას თქმით, დაკმაყოფილდება. თურნავა პროექტში ცვლილებების შეტანას არ გამორიცხავს.

რიონის ხეობის მოსახლეობა ამბობს, რომ შეხვედრაზე შეთანხმება არ ნიშნავს, რომ მათი პოზიციები იცვლება. მოსახლეობამ ეკონომიკის მინისტრი დაგვიანებულ რეაგირებაში დაადანაშაულა და თქვა, რომ ისინი ხეობაში ამ დრომდე უნდა ჩასულიყვნენ.

მინისტრები რიონის ხეობაში მას შემდეგ ჩავიდნენ, რაც რიონის ხეობის “მცველები” ცაგერში შეხვედრაზე არ მივიდნენ. ცაგერში მოსახლეობამ მინისტრებს კითხვები დაუსვეს, რაზეც დამაკმაყოფილებელი პასუხები ვერ მიიღეს და დარბაზი დატოვეს. 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *