ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ პარლამენტში, დარგობრივი ეკონომიკის და ეკონომიკური პოლიტიკისა და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე ნამახვანჰესის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

Მისი თქმით, ყველაზე მეტი კითხვა თურქულ კომპანია ENKA-სთვის მიწის გადაცემის საკითხმა წარმოშვა. Როგორც მინისტრი განმარტავს, ეს არ არის უპირობო გადაცემა და მშენებელ კომპანიას აქვს გარკვეული ვალდებულებები, რომლის შესრულებაც მოუწევს.

 

“კომპანია ENKA ვალდებული იქნება  28-კილომეტრიანი გზა შემდეგ უსასყიდლოდ გადასცეს სახელმწიფოს. ამ პერიოდის განმავლობაში კომპანია 120 მილიონი დოლარის ქონების გადასახდს გადაიხდის. Რაც შეეხება იმას, რატომ არის დიდი ფართობის მიწა გადაცემული თურქი ინვესტორისთვის, პროექტი დიდია და დიდი ფართობის მიცემას მოითხოვს. სამწუხაროა, რომ ჩვენი ინვესტორის მიმართ ქსენოფობიური განცხადებები ისმის”, — აღნიშნა ნათია თურნავამ.

Მისი თქმით, ნამოხვანჰესის მშენებლობა მნიშვნელოვანია საქართველოს ეკონომიკის გასაძლიერებლად.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *