რაჭა-ლეჩხუმში ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებით

პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკისა და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტების ერთობლივი სხდომა მიმდინარეობს. სხდომაზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ნათია თურნავასა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ ლევან დავითაშვილს მოუსმენენ. 

სხდომას ესწრებიან არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და რიონის ხეობის “მცველები”. ისინი მინისტრების მისამართით შეკითხვებს სვამენ. სხდომაზე რიონის ხეობაში მცხოვრებმა ვარლამ გოლეთიანმა ყურადღება რიონის ხეობის გასხვისებაზე გაამახვილა და განაცხადა, რომ ეს დიდი პრობლემაა, რომელიც მომავალში ბევრი ასპექტით იქნება გამოხატული. არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები მინისტრებს მოუწოდებენ უპასუხონ შეკითხვას, არიან თუ არა მზად გამოცხადდეს მორატორიუმი და მინისტრებმა დეტალურ საჯარო განხილვებში მიიღონ მონაწილეობა.

უმრავლესობის წარმომადგენლების განცხადებით, არასამთავრობო ორგანიზაციები თავიანთი განცხადებებით მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას ცდილობენ. მათი თქმით, ჰესების მშენებლობა ქვეყნისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

თვეებია, რიონის ხეობის მოსახლეობა ჰესების მშენებლობას აპროტესტებს და კარვებში ღამეს ათევს.

ფოტო: ინტერნეტ სივრცე

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *