ორი დღის წინ ნამოხვანჰესის მშენებლობის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე გაჟღერებულ მოთხოვნასთან დაკავშირებით

-გადამდგარიყო ეკონომიკის მინისტრი, ნათია თურნავა ამბობს, რომ  მთავრობის რომელიმე წევრის დანიშვნა ან გადაყენება პრემიერ-მინისტრის პრეროგატივაა და არა რომელიმე აქტივისტის. ნათია თურნავას შეფასებით, აქციაზე პოლიტიკური მოთხოვნები გაისმოდა და მას ეკოლოგიასთან და პროექტთან კავშირი არ ჰქონია.

 

,,ჩვენთვის მიუღებელია ულტიმატუმის ენა და ის მოთხოვნები, რაც წამოაყენეს. ჩვენ ადგილობრივებს მნიშვნელოვანი შეთავაზებები მივაწოდეთ და ისევ მზად ვართ დიალოგისთვის,’’-აცხადებს ნათია თურნავა.

14 მარტს ქუთაისში მასშტაბური საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეები ნამოხვანჰესის მშენებლობის შეჩერებას, მშენებელ კომპანია ,,ენკასთან’’ გაფორმებული ხელშეკრულების გაუქმებას და ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას გადადგომას ითხოვდნენ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *