შსს წულაიას დაკავების მიზეზად ქალზე ფიზიკურ ძალადობას ასახელებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო გოგი წულაიას დაკავების ფაქტზე განცხადებას ავრცელებს.

გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ წულაიას დაკავება თბილისში მოხდა. მას ძალადობას ედავებიან.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მამაკაცმა თბილისში, ნაქირავებ ბინაში, ნაცნობ ქალზე - 1979 წელს დაბადებულ ა.დ- ზე ფიზიკურად იძალადა,"-ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.

ქალი, რომელზე ძალადობის ბრალდებითაც შსს-მ პოლიტიკოსი გოგი წულაია დააკავა, რადიო ,,ძველ ქალაქთან’’ საუბარში ყვება, რომ გოგი წულაია არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა და მასზე სექსუალური და ფიზიკური ძალადობის მცდელობა ჰქონდა. მისივე თქმით, პოლიტიკოსს წლებია იცნობს და გოგი წულაიამ ორი დღის წინ მის პოლიტიკურ გეგმებთან დაკავშირებით თბილისში გაყოლა სთხოვა.

,,ჩვენ დიდი ხანია ვმეგობრობთ, ამიტომ ცუდი არაფერი მიფიქრია, როცა მითხრა, გამომყევიო. მერე კომენდატის საათი მოდიოდა და ნათესავებთან ვაპირებდი წასვლას, მაგრამ გოგი მითხრა აქ არის ბინა და დარჩიო. მეც პრობლემა ვერ დავინახე ამაში, მითუმეტეს როცა მე მისი შვილების თანატოლი ვარ. ბინაში მან დალია, ცოტა მოწია და უნდოდა ჩემზე სექსუალურად ეძალადა, რის უფლებაც არ მივეცი და პოლიცია გამოვიძახე. ხელები, კისერი სულ დალურჯებული მაქვს. ვფიქრობ, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა გოგი წულაია ქალზე ძალადობს,’’-ამბობს ასმათ დვალიშვილი.

 

გოგი წულაია ინგოროყვას კლინიკაში იყო გადაყვანილი.

როგორც რადიო ,,ძველ ქალაქს’’ ინგოროყვას პრესსამსახურში განუცხადეს, გოგი წულაიამ საავადმყოფო შემოსვლისთანავე დატოვა, რადგან მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ნორმალური იყო.

შსს-მ გოგი წულაია გვიან ღამით დააკავა. ამ დროისთვის ის წინასწარი დაკავების იზოლატორშია მოთავსებული.

 

FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
საქართველოს მთავრობის ინიციატივით,
20:13 / 16.04.2021

საქართველოს მთავრობის ინიციატივით,

სოფელ გუმათში მომხდარი ინციდენტის შედეგად დაკავებული
აქტივისტების ახლობლები
18:13 / 16.04.2021

სოფელ გუმათში მომხდარი ინციდენტის შედეგად დაკავებული აქტივისტების ახლობლები

Aliexpress WW
გამოიწერეთ სიახლეები

თქვენი ელ.ფოსტა:

ამინდი
თბილისი 12 - 22 °C
img
ქუთაისი 11 - 19 °C
img
ბათუმი 12 - 15 °C
img
სოხუმი 11 - 15 °C
img
ფოთი 11 - 14 °C
img
თელავი 12 - 21 °C
img
მესტია 4 - 8 °C
img
ზუგდიდი 11 - 17 °C
img
ბორჯომი 9 - 21 °C
img
პოპულარული - ბოლო 30 დღის
ელისი საოცრებათა ქვეყანაში - პრემიერა

3, 4 აპრილს ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელმწიფო დრამატულ თეატრში ლუის კეროლის ცნობილი ზღაპარის "ელისი საოცრებათა ქვეყანაში" პრემიერაა.

18:24 / 30.03.2021
ქუთაისში ახალგაზრდა გოგონას ავტომობილი დაეჯახა
ქუთაისში, ავტომშენებლის ქუჩაზე, ავტომობილი ქვეითს დაეჯახა.
16:02 / 07.04.2021
ქუთაისის მოკლე მეტრაჟიანი ფილმების ფესტივალი

8-12 მაისს , ქუთაისში  ქუთაისის მოკლე მეტრაჟიანი ფილმების ფესტივალი გაიმართება.

17:30 / 24.03.2021
პოლიტიკის სიახლეები
ნამახვანჰესთან დაკავშირებით სპეციალური საბჭო შეიქმნა
20:13 / 16.04.2021

საქართველოს მთავრობის ინიციატივით,

გუმათში დაკავებული აქტივისტების ახლობლები სასამართლოზე დასწრების უფლებას ითხოვენ
18:13 / 16.04.2021

სოფელ გუმათში მომხდარი ინციდენტის შედეგად დაკავებული აქტივისტების ახლობლები